Accessibility links

შოთა არველაძეს გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების იმედი აქვს


ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ამაჟამად თურქული საფეხბურთო კლუბ „კაისერისპორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საფეხბურთო სამყაროს საახალწლო საჩუქარს გაუკეთებს და გიორგი დემეტრაძეს პატიმრობიდან გაათავისუფლებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება. ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 2011 წლის 23 მარტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. თავად დემეტრაძე დანაშაულს არ აღიარებს. არველაძის თქმით, "არსებობს წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე და ამ წერილს საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს", - აცხადებს არველაძე. გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან კახი კალაძის წასვლასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „კალაძემ ამჯერადაც თავაწეულმა დატოვა მოედანი".
XS
SM
MD
LG