Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განეიტრალებას წელს ქვევით დარტყმით ცდილობს


საქართველოს პარლამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში ცვლილეების დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებები კლასიკური მაგალითია შეშინებული და სამარცხვინო ხელისუფალის, რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განეიტრალებას წელს ქვევით დარტყმით ცდილობს” - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, გულწრფელად ეგონა, რომ ხელისუფლება ინიციატივების აბსურდულობას მიხვდებოდა და სისულელეს არ ჩაიდენდა, თუმცა, "როგორც ჩანს, ამ ადამიანების შიშს საზღვარი არ აქვს." ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
XS
SM
MD
LG