Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას შეხვდა. სააკაშვილი საგაზაფხულო სამუშაოებისათვის განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა და მთავრობის წევრებისაგან მოისმინა ინფორმაცია ტრაქტორების რაოდენობის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავის არიდებით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკას მალავენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ და დამალულ გადასახადზე ამნისტია გამოცხადდება. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გილაურმა პრეზიდენტს აცნობა, რომ ვაუჩერების დარიგების პროცესი 15 იანვარს დასრულდება, სოფლის მეურნეობის მინისტრმა გოროზიამ კი განაცხადა, რომ ტექნიკის ლეგალიზაციის პროცესზე მუშაობა დაწყებულია.
XS
SM
MD
LG