Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, "ქართუ ჯგუფზე" მორიგი შეტევა განხორციელდა


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს განაცხადა, რომ "ქართუ ჯგუფზე" მორიგი შეტევა განხორციელდა. პრესსამდივნოს ინფორმაციით, დღეს სოფელ ბორითში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეიჭრნენ ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ”ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში მყოფი ასოციაცია "ატუს"თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. ბიზნესმენის პრესსამდივნოს განმარტებით, სწორედ ”ატუ” აშენებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და ის გასახსნელად უკვე მზად იყო.
XS
SM
MD
LG