Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგის სადამკვირვებლო ჯგუფი სირიაში მუშაობას განაგრძობს


არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიამ დაიწყო თავისი მეორე სამუშაო დღე სირიაში. ჯგუფი ქალაქ ჰომსში იყო გუშინ, სადაც შეუდგა შემოწმებას, ახორციელებს თუ არა სირიის მთავრობა სამშვიდობო გეგმას, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ცხრათვიან სისხლიან ძალადობას ქვეყანაში. არაბული ლიგის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მან ჰომსში „ვერაფერი საშიში იხილა“. თუმცა, სუდანელმა გენერალმა მაჰმუდ აჰმედ მუსტაფა ალ დაბიმ თქვა, რომ მის ჯგუფს მეტი დრო სჭირდება ვითარების შესასწავლად. სამხედროებმა ჰომსიდან ტანკები გაიყვანეს მეთვალყურეთა ქალაქში ჩასვლამდე. აქტვისტების შეფასებით, ეს ნაბიჯი საჩვენებელად გადაიდგა, რომ ვითომ ქალაქში სიმშვიდეა. ალ-დაბის თქმით, მეთვალყურეები ეწვევიან ქალაქებს ჰამა იდლიბსა და ჰამაას, სადაც საპროტესტო გამოსვლები იყო. გაეროს თანახმად, სირიაში მარტის შემდეგ ხუთი ათასი ადამიანი დაიხოცა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მეამბოხეთა მხარეს გადასულმა სამხედროებმა სამთავრობო ჯარის სულ მცირე ოთხი მოსამსახურე დახოცეს დერააში. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ჯგუფი იუწყება.
XS
SM
MD
LG