Accessibility links

logo-print

ირანის საზღვაო ფლოტის მეთაური თვლის, რომ სპარსეთის ყურის გადაკეტვა ძალიან იოლია


ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავთობ-სატრანსპორტო საზღვაო გზის გადაკეტვა ისევე იოლია, როგორც „ერთი ჭიქა წყლის დალევა“. საზღვაო ფლოტის მეთაურის, ჰაბიბოლა საიარის თქმით, გადაიკეტოს ჰორმუზის სრუტე, რომელიც სპარსეთის ყურეს ოკეანესთან აკავშირებს, მართლაც იოლია. მაგრამ, ახლა, თქვა მან, ამის გაკეთება არ გვჭირდება. ირანი ახლა ათდღიან საზღვაო მანევრებს მართავს საერთაშორისო წყლებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად. საიარის ნათქვამი მოჰყვა ირანის პივრელი ვიცე-პრეზიდენტის, მოჰამად რეზა ჰამინის განცხადებას, რომ ირანი გადაკეტავს სრუტეს თუკი საერთაშორისო სანქციები მისი ნავთობს ექსპორტს შეეხება.
XS
SM
MD
LG