Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმა სამხედროებმა 30 ადამიანი მოკლეს ერაყის საზღვართან


თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების თავდასხმისას 30 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ერაყს ესაზღვრება. სირნაკის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ერტან ერისმა განაცხადა, რომ სოფელ ორტასუში, დაბომბვის ადგილას სულ ცოტა 11 ცხედარია ნაპოვნი. ასევე სირნაკში, ულუდერეს მერმა განაცხადა, რომ დაბომბვის შემდეგ პროვინციაში 30 ადამიანი დაიღუპა და ყველა ცხედარი დამწვარია. უშიშროების ადგილობრივი უწყების თანამშრომელმა დაადასტურა დაბომბვის ფაქტი, თუმცა, მსხვერპლსა და თავდასხმის მიზეზზე არაფერი უთქვამს.
XS
SM
MD
LG