Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის გადასახადი შემცირდება


2012 წლის იანვრიდან რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი დეკემბრის გადასახადთან შედარებით 2,2%-ით შემცირდება. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა. რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი ყოველთვიურად იცვლება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასზე დაყრდნობით. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 15 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე რუსეთის ერთი ბარელი ნავთობის საშუალო საექსპორტო ფასი ცოტათი აჭარბებდა 109 დოლარს.
XS
SM
MD
LG