Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს საფრანგეთის მოქალაქეობაზე


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საელჩოში მივიდა, რათა უარი თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ჩააბაროს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისად საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ, მისი სტატუსი გაურკვეველი ხდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს აღუდგინა საქართველოს მოქალაქის სტატუსი. თუმც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ კანონმდებლობის დაცვითა და საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის აღდგენას მიაღწევენ.
XS
SM
MD
LG