Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა და ჩინეთმა მნიშვნელოვანი სანავთობე შეთანხმება გააფორმეს


ავღანეთის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინეთის სახელმწიფო სანავთობო კორპორაციასთან, რომელსაც უფლება ეძლევა აწარმოოს ნავთობის მოძიება და მოპოვება ავღანეთის ფარიაბის და სარე პულის რაიონის მახლობლად. შეთანხმების თანახმად პრაქტიკული სამუშაოები 2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ეს არის პირველი საერთაშორისო სანავთობო შეთანხმება, რომელსაც ავღანეთმა მრავალი ათწლეულის შემდეგ მოაწერა ხელი. წინასწარი ინფორმაციით, ამ რეგიონში 87 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობის საბადო უნდა არსებობდეს, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში ავღანეთს რამდენიმე მილიარდი დოლარის მოგებას მოუტანს.
XS
SM
MD
LG