Accessibility links

logo-print

მარიან ლუპუ პრეზიდენტობისათვის ბრძოლას გამოეთიშა


მოლდავეთის პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა განაცხადა, რომ იანვრის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელმა, მარიან ლუპუმ განაცხადა, რომ არ აპირებს 15 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას, რათა გზა გაუხსნას„ახალ შესაძლებლობებს, არჩეულ იქნეს პრეზიდენტი და დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი“. მოლდავეთმა ორი წელიწადია ვერ მოახერხა პრეზიდენტის არჩევა, რადგან პარლამენტის ვერცერთი ჯგუფი ვერ აგროვებს საჭირო 61 ხმას 101-დან. თვითონ ლუპუმ არაერთ კენჭისყრაში განიცადა ფიასკო
XS
SM
MD
LG