Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სადავოდ ქცეულ ცვლილებას ხელი მოაწერა


"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია. პარლამენტის სადავოდ ქცეულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 28 დეკემბერსვე მოაწერა და დოკუმენტი ოფიციალურ გამოცემა "საკანონმდებლო მაცნეშიც" გამოქვეყნდა. საკანონმდებლო ცვლილებას ოპოზიციურმა პარტიებმა მათი ფინანსური მდგომარეობის გართულებისაკენ მიმართული „დრაკონული ქმედება“ უწოდეს. ახალი რეგულირებით, პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. ახალი რეგულაციები დაუწესდათ როგორც პარტიებს, ისე პოლიტიკური მიზნით მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათთან კავშირში მყოფ პირებს და სხვა.
XS
SM
MD
LG