Accessibility links

logo-print

კოსოვოელი სერბები რეფერენდუმს ითხოვენ


კოსოვოში მცხოვრები სერბები მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას, რითაც სურს საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ ბელგრადის მხრიდან კოსოვოს ხელისუფლებისადმი არსებულ დათმობებს. ქალაქ კოსოვსკა-მიტროვიცას მერის კრსტიმირ პანტიჩის თანახმად, ისინი სთავაზობენ რეფერენდუმის ჩატარებას 14-15 თებერვალს. ამომრჩეველმა პასუხი უნდა გასცეს ერთადერთ შეკითხვას: სცნობენ თუ არა ისინი პრიშტინაში არსებულ დაწესებულებებს, როგორც „ეგრეთწოდებული კოსოვოს რესპუბლიკის უწყებებს.“ არც სერბია და არც კოსოველი სერბები არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, რაც ცალმხრივად 2008 წელს შევიდა ძალაში. თუმცა, ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის შედეგად ბელგრადმა დაიწყო მოლაპარაკებები პრიშტინასთან და მხარეებმა უკვე მიაღწიეს კიდეც გარკვეულ შეთანხმებებს, რაც კოსოვოს მოსახლეობისათვის ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებისკენაა მიმართული.
XS
SM
MD
LG