Accessibility links

ყაზახეთში პოლიციელებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ყაზახეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც გამანადგურებელი ცეცხლი გახსნეს არეულობის ჩასახშობად ქვეყნის დასავლეთში მენავთობეთა საპროტესტო აქციის დროს. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე „იარაღის გამოყენების დროს ძალაუფლების გადამეტების“ მუხლით აღიძრა. ეჭვმიტანილ პოლიციელებს, რომელთა რაოდენობა არ სახელდება, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დეკემბრის შუა რიცხვებში ქალაქ ჟანაოზენში მომხდარი არეულობის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაპატიმრებულია არეულობაში მონაწილე 28-მდე პირი. ყაზახეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, არეულობის გამომწვევი მიზეზების ობიექტური გამოძიების მიზნით, ხელისუფლება გაეროს ექსპერტების მონაწილეობის საკითხსაც განიხილავს.
XS
SM
MD
LG