Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებას


საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ირონიის გამომწვევად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღევა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბარამიძემ განაცხადა, რომ რუსეთში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, კლავენ ჟურნალისტებს და შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება. ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთი უტიფრად აკრიტიკებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოსა და ვროკავშირის სახელმწიფოებსაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და მათი დარღვევის გამო გააკრიტიკა აშშ, კანადა, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო და საქართველო.
XS
SM
MD
LG