Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ დარჩება გარკვეული დროის განმავლობაში


მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ოფიციალური განცხადებით დაადასტურა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის განზრახვა, გარკვეული დროის განმავლობაში საფრანგეთის მოქალაქედ დარჩება. ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ საფარანგეთის საელჩოსადმი მიმართვით დაწყებულია მხოლოდ პროცედურა, რომლის დასრულებამდე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იქნება. ადვოკატის ცნობით, საფრანგეთის რესპუბლიკა მის მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუწყვეტს, თუ ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს.
XS
SM
MD
LG