Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი უახლოეს ხანში მიმართავს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით


რუსეთის მოქალაქეობის უკვე ოფიციალურად შეწყვეტის და საფრანგეთის მოქალაქეობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურის დაწყების გამო, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად ქვეყნის პრეზიდენტს უახლოეს ხანში მიმართავს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა ბიზნესმენის ერთ-ერთმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა. მისი განმარტებით, პრეზიდენტი უკვე ვალდებული იქნება საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კანონით დადგენილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ადვოკატის განცხადებით, პრეზიდენტის ე.წ. ვალდებულებითი რეჟიმი განსხვავდება საგამონაკლისო წესისგან, რომლის თანახმად, პრეზიდენტს მისი უფლებიდან გამომდინარე შეუძლია კონკრეტულ პირს მიანიჭოს, ან არ მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტამდე, მას საქართველოს მოქალაქობა სწორედ საგამონაკლისო წესით ჰქონდა მიღებული. რაც შეეხება პრეზიდენტისადმი მიმართვას მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, განსახილველად არსებობს საერთო სამთვიანი ვადა და დაჩქარებული ერთთვიანი, რომლისთვისაც 400 ლარია გადასახდელი. ბიძინა ივანიშვილი და მისი ადვოკატები სწორედ ერთთვიანი განხილვის რეჟიმის არჩევას აპირებენ.
XS
SM
MD
LG