Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: მივმართავ ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ მოქალაქეობა


საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ოფიციალურ სტუქტურებს მიმართავს. საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიშელ ბარანს მიმართა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით. ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა იმით ახსნა, რომ საქართველოს მოქალაქეობა და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა სურს. ”ევროპული კონვენციით, პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე, ამიტომ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ მოქალაქეობა, რადგან დავიბადე და ვცხოვრობ საქართველოში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა მანამდე უარი თქვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე, რომლის შეწყვეტის ოფიციალური დოკუმენტი 26 დეკემბერს მიიღო. ამჟამად ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
XS
SM
MD
LG