Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებული ეგვიპტეში პოლიციის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების შემოწმების გამო


აშშ ღრმად არის შეშფოთებული ეგვიპტის პოლიციის მიერ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების შემოწმების გამო, რომლებსაც უცხოეთის სახელმწიფოები აფინანსებენ. სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა მოუწოდა ეგვიპტის ხელისუფალთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების შეწუხება, მისივე თქმით, ზოგიერთი ეს ორგანიზაცია აშშ-ის მიერ ფინანსდება, ისინი დემოკრატიულ პროცესებს უწყობენ ხელს. ცნობით, პოლიციამ შეამოწმა 17 პროდემოკრატიული და უფლებადამცველი ორგინაზაცია, მათ შორის აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და „ფრიდომ ჰაუსი“. ამ ჯგუფებმა დაგმეს პოლიციის ქმედება და გამოაცხადეს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის პერიოდის რეპრესიების გაგრძელებაა. ეგვიპტის მმართველმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებას, რომელიც უცხოეთიდან იღებენ თანხებს, და რომ არ დაუშვებენ ქვეყნის საქმეში უცხოეთის ჩარევას.
XS
SM
MD
LG