Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნაღმმა ხუთი სამოქალაქო პირი მოკლა


ავღანეთის ოფიციალური პირის თანახმად, გზაზე ჩადებულმა ბომბმა მოკლა ხუთი სამოქალაქო პირი, როცა ისინი ურუზგანის პროვინციაში მანქანით მგზავრობდნენ. ცნობით, რეგიონის საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა, გულაბ ხანმა თალიბანი დაადანაშაულა მომხდარში. ხანისვე თქმით, ერთი პირი დაშავდა აფეთქების დროს. დღესვე, ნატოს ცნობით, საერთაშორისო ჯარის ერთი სამხედრო დაიღუპა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელსაც სავარაუდოდ, თალიბანი მოიხმარს.
XS
SM
MD
LG