Accessibility links

ტიმოშენკო საპატიმროში „მოხერხებულმა მინიავტობუსმა“ გადაიყვანა


უკრაინის სახელმწიფო პენიტენციალური სამსახურის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო კიევის ცენტრალური საპატიმროდან ხარკოვში, ქალთა ციხეში გადაიყვანეს. ტიმოშენკოს პარტია „ბაკშივშჩინას“ თანახმად, ის ადგილობრივი დროით, ხუთ საათზე ინვალიდის ეტლით გაიყვანეს, რადგან ტიმოშენკოს სიარული არ შეუძლია. სხვა ცნობა ფაქტს ეტლის შესახებ უარყოფს. იუწყებიან ასევე, რომ ტიმოშენეკო კომფორტული მინიავტობუსით წაიყვანეს და ნება დართეს წაეღო თან 12 ჩანთა, რომლებშიც პირადი ნივთები ჰქონდა. ტიმოშენკოს წელს მიუსაჯეს შვიდი წელიწადი პრემიერ-მინისტრობის დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო.
XS
SM
MD
LG