Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერი სინანულს გამოთქვამს ქურთი მოქალაქეების დაღუპვის გამო


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სინანული გამოხატა 35 ქურთი სამოქალაქო პირის დაღუპვის გამო, რაც თურქეთის არმიის საავიაციაო თავდასხმას მოჰყვა. ერდოანის თქმით, გაირკვა, რომ ისინი კონტრაბანდისტები იყვნენ და არა სეპარატისტი მებრძოლები. ერდოანმა, სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბარში ასევე თქვა, რომ ის სამძიმარს უცხადებს ოჯახებს. მისი გამოსვლა მოჰყვა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში დაღუპულების დასაფლავებაზე ათასობით ადამიანის შეკრებას.
XS
SM
MD
LG