Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: "სამხრეთის ნაკადის" მილსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს


რუსეთის პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა განაკარგულება გასცა, რომ 2012 წელს დაიწყოს სამხრეთის ნაკადის სახელით ცნობილი გაზსადენის მშენებლობა. პუტინმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს უთხრა, სასურველი იქნებოდა მშენებლობის 2012 წლის ბოლომდე დაწყებაო. მილერი ვარაუდობს, რომ 2015 წლისთვის გაზსადენი დასრულდება. ამ მილსადენის საშაულებით რუსეთის გაზი უნდა გაიტანონ ევროპის ბაზარზე. გაზსადენის მთავარი ხელის შემშლელი, თურქეთი, გასულ კვირაში დათანხმდა მილსადენის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე. ეს გაზსადენი“ ნაბუკოს“ პროექტის კონკრუნეტი იქნება. „ნაბუკოს“, რომელსაც ბუნებრივი აირის მიმწოდებლების ნაკლებობა აქვს, და რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, მშენებლობის ვადა არ არის დადგენილი.
XS
SM
MD
LG