Accessibility links

logo-print

სირიის ორი უდიდესი ოპოზიციური ორგანიზაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდა


სირიის ორმა უდიდესმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ისინი ითანამშრომლებენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი დაცემის შემდეგ დემოკრატიის მშენებლობის პირობებშიც. როგორც სირიის ეროვნული საბჭოსა და დემოკრატიული გარდაქმნების ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დოკუმენტს წუხელ მოეწერა ხელი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. არაბული ლიგის საერთაშორისო მეთვალყურეები განაგრძობენ სირიაში მუშაობას. გაერო დამასკისგან მოელის, რომ მეთვალყურეებს დაუშვებენ ყველა რაიონში, სადაც გრძელდება საპროტესტო აქციები და ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამხედროებს შორის შეტაკებები. ადამიანის უფლებათა დამცველების თანახმად, სირის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გრძელდება არმიის ოპერაციები. წუხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით ოცი ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა - ქალაქებში დერაასა და ჰამაში.
XS
SM
MD
LG