Accessibility links

ევროკავშირი მზადყოფნას აცხადებს, თეირანთან მოლაპარაკებები გამართოს


ევროკავშირი მზადყოფნას აცხადებს, თეირანთან მოლაპარაკებები გამართოს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე, ირანის მხრიდან წინასაწარი პირობების გარეშე. ამის შესახებ დღეს განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენლის მდივანმა მაიკლ მანმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი საიდ ჯალილი უახლოეს მომავალში აპირებს, წერილით მიმართოს საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს, კეთრინ ეშტონს, რათა გამოუხატოს თეირანის მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ექვს სახელმწიფოსთან - დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან - მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG