Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის თქმით, საპროტესტო გამოსვლები „დემოკრატიის გარდაუვალი საფასურია“


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ რუსეთში მისი დომინირების წინააღმდეგ მასობრივ პროტესტში არაფერია უჩვეულო. საახალწლო სატელევიზიო მიმართვაში პუტინმა საპროტესტო გამოსვლებს „დემოკრატიის გარდაუვალი საფასური“ უწოდა. უკანასკნელ დღეებში პუტინმა გააკრიტიკა საპროტესტო მოძრაობა და თქვა, რომ მას არა აქვს პროგრამა და არ ჰყავს ლიდერი. მაგრამ, მისი თქმით, ის ულოცავს რუსეთის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა.
XS
SM
MD
LG