Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2011 წელს 106 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა


ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ 2011 წელს 100-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე მეტია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა ყველაზე უფრო მეტად შეინიშნებოდა პაკისტანში, ერაყსა და მექსიკაში. თითოეულ ქვეყანაში მკვლელობების 11-11 შემთხვევაა აღრიცხული. მთლიანობაში გასული წლის განმავლობაში 106 ჟურნალისტი მოკლეს, მაშინ, როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 94-ს უდრიდა. გარდა ამისა, 2011 წელს 20 ჟურნალისტი ან მედიის თანამშრომელი დაიღუპა უბედური შემთხვევებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად.
XS
SM
MD
LG