Accessibility links

logo-print

მსოფლიო რთული 2011-ის შემდეგ ახალ 2012 წელს შეხვდა


მთელ მსოფლიოში შეეგებნენ ადამიანები ახალ, 2012 წელს, ფოიერვეკით, საახალწლო კონცერტებითა და საეკლესიო ზარების რეკვით. გასული წელი ისტორიას დარჩება მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისით, არაბულ ქვეყნებში რეფორმისტული მოძრაობების ამბოხებით, ასევე იაპონიაში მიწისძვრით, ცუნამით და ატომური კატასტროფით, ასევე სხვა ლოკულური მოვლენებით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ლიდერებმა მეტ-ნაკლები ოპტიმისტური გზავნილით მიულოცეს თანამოქალაქეებს 2012 წლის დადგომა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ გასული წელი აშშ-ისთვის იყო სიძნელეების, მაგრამ ამავე დროს წარმატებების წელიწადი. დავასრულეთ ერთი ომი და ვამთავრებთ მეორეს. სასიკვდილო დარტყმა მივაყენებთ „ალ-ყაიდას“. ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთა ერთად ვიყავით სტიქიური უბედურებებისა და რევოლუციების დროს. შინ კი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პირველი ნიშნები ვიხილეთ. თუმცა ჩვენს ბევრს მოქალაქეს კვლავ უჭირს, თქვა ბარაკ ობამამ თავის საახალწლო მიმართვაში. ევროპის ქვეყნების ლიდერებმა საახლწლო სიტყვაში, სხვათა შორის, განაცხადეს,რომ საფინანსო კრიზისი ევროზონაში არ დასრულებულა და 2012-მა შეიძლებამ მეტი სირთულეები მოიტანოს.
XS
SM
MD
LG