Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი თავისი ქვეყნის ერთიანობის და სტაბილურობისკენ მოწოდებით გამოდის


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ მალიკიმ მოუწოდა დღეს ყველა ერაყელს ერთიანობისკენ, განაცხადა რა, რომ ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება, თუკი იმედი აქვს, რომ იქნება უსაფრთხო და განახლდება. ალ-მალიკი ტელევიზიით გამოვიდა ბაღდადში ზეიმისას, მას მერე, რაც აშშ-ის ჯარმა ორი კვირის წინ დატოვა ეს ქვეყანა. პრემიერმა ერაყელები გააფრთხილა, რომ ნუ იზეიმებენ გადაჭარბებულად, რადგან, მომავალი პერიოდი არ იქნება ნაკლებ მნიშვნელოვანი და ნაკლებ სახიფათო, ვიდრე წინა ეტაპი. მისი გამოსვლის ფონია დაპირისპირება შიიტების კონტროლის ქვეშ მყოფ მთავრობასა და სუნიტების - „ალ-ირაყიას, გაერთიანებას შორის.
XS
SM
MD
LG