Accessibility links

logo-print

ერაყში 2011 წელს დაღუპულთა რიცხვი შემცირდა


ერაყში გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, გასულ, 2011 წელს, ძალადობის მსხვერპლის რიცხვი ბევრად შემცირდა შარშანწინდელთან შედარებით. ჯანმრთელობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, სულ, ძალადობამ, შარშან იმსხვერპლა 2700-მდე ადამიანი, რაც ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. დახოცილთაგან ათასზე მეტი სამხედრო და პოლიციელია, დანარჩენებით, ათას ხუთასზე მეტი, სამოქალაქო პირები არიან.
XS
SM
MD
LG