Accessibility links

logo-print

პუტინი: საპროტესტო გამოსვლები დემოკრატიის გარდაუვალი საფასურია


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა საახალწლო მიმართავში ხალხისადმი, განაცხადა, რომ მისი მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლები რუსეთში, არ არის უჩვეულო მოვლენა. მან სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ საპროტესტო გამოსვლები დემოკრატიის გარდაუვალ საფასურს წარმოადგენს. მანვე ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლებზე თქვა, რომ მათ არ აქვთ პროგრამა და არ ჰყავთ ლიდერი. პუტინმა ახალი წელი მიულოცა რუსეთის ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური მისწრაფებების მიუხედავად. საპროტესტო მოძრაობას არ გამოუცხადებია, როდის აპირებს შემდეგი გამოსვლების ორგანიზებას, ოთხი მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ვლადიმირ პუტინი იმედოვნეს, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და კვლავ დაიბრუნებს პრეზიდენტის სავარძელს. მოსკოვში, ორასი ადამიანიდან, რომლებიც არასანქცირებულ საახალწლო შეხვედრას, ანტისამთავრობო გამოსვლას მართადნენ, 60 ადამიანი, პოლიციამ დააკავა. ათამდე პირი დააკავეს პეტერბურგში, სადაც ქუჩაში ასი ადამიანი გავიდა და მსვლელობა მოაწყო.
XS
SM
MD
LG