Accessibility links

logo-print

პირველი იანვრიდან დანია გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე


პირველი იანვრიდან დანია შეუდგა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის მოვალების შესრულებას. დანიამ მიზნად დაისახა, ვალებით გამოწვეულ კრიზისის მოგვარებას შეუწყოს ხელი ევროზონაში, რომლის წევრი თვითონ არ არის, და გადალახოს აზრთა სხვადასხვაობა ევროკაშირს შიგნით. დანიის მიერ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის ჩაბარების ცერემონია გაიმართება, 11 იანვარს, როცა ის პოლონეთისგან ჩაიბარებს ამ უფლებამოსილებას. პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდის შეფასებისას, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ პოლონეთის პოლიტიკოსებმა თავი გამოიჩინეს, როგორც ნამდვილმა „ევროპელებმა“.
XS
SM
MD
LG