Accessibility links

logo-print

სირიაში არაბული ლიგის ახალი მეთვალყურეები ჩადიან


არაბული ლიგის ქვეყნების მეთვალყურეთა დამატებითი ჯგუფი ჩადის სირიაში, სადაც, მათი ამოცანაა, შეაფასონ ვითარება, როცა გრძელდება სისხლიანი დაპირისპირება ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა და ოპოზიციას შორის. სირიაში უკვე მყოფ მეთვალყურეთა შორის, რომლებიც ეწვივნენ დერაას, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, არიან თუ არა მთავრობის მიერ შენობების სახურავებზე განთავსებული სნაიპერები, რათა ცეცხლი გაუხსნან სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებს. სირიის ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვა იმის თაობაზეც, რომ მეთვალყურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს სუდანელი გენერალი, ალ-დაბი, რომელიც სუდანის პრეზიდენტის, ალ ბაშარის სამსახურში იყო. ალ-ბაშარს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებს საერთაშორისო მართლმსაჯულება.
XS
SM
MD
LG