Accessibility links

სეპარატისტული დნესტრისპირეთის საზღვარზე მოლდავეთის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს


მოლდავეთის მოქალაქე დაიღუპა საავადმყოფოში, კიშინიოვში, მას მერე, რაც სეპარატისტული დნესტრისპირეთის საზღვარზე, საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის სამხედრომ მას ესროლა. კიშინიოვის პოლიციის თანახმად, 18 წლის მძღოლმა, მანქანა გამშვებ პუნქტზე, მდინარე დნესტრის ხიდთან, არ გააჩერა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურემ მას ესროლა. მძღოლი დაიჭრა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის საზღვარზე განთავსებულ სამშვიდობო ჯარს მოლდავეთის, რუსეთის და დნესტრისპირეთის სამხედროები შეადგენენ. დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდავეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა.
XS
SM
MD
LG