Accessibility links

ერდოანი ჰამასის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


მედიის ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეხვდა და ესაუბრა პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის პრემიერ-მინისტრს, ისმაილ ჰანიას. ერდოანმა ჰანიას მხარდაჭერა აღუთქვა პალესტინელთა მორიგების საქმეში. ჰანია, ღაზის სექტორში, 2007 წელს, მისი ისლამისტური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩავიდა სტამბოლში პირველი ოფიციალური რეგიონული მოგზაურობის ჩარჩოებში. სააგენტო „ანატოლიის“ ცნობით, ერდოანის მთავრობა მოითხოვს, რომ ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, თუ ჰამასი მოლაპარაკებიდან გამოირიცხა. თურქეთის პრემიერი ჰამასისთვის „ტერორისტულის“ იარლიყის მიწებებას არ ეთანხმება და იცავს ისლამისტურ გაერთიანებას.
XS
SM
MD
LG