Accessibility links

logo-print

ეგვიპტე უარყოფს უფლებადამცავი ორგანიზაციების ჩახშობის მცდელობას


ეგვიპტის მთავრობამ უარყო ბრალდება, რომ ის ცდილობს დაადუმოს მმართველი სამხედრო საბჭოს მიმართ კრიტიულად განწყობილი ორგანიზაციები, როცა, მათგან 17-ში პოლიციამ რეიდი მოაწყო. იუსტიციის მინისტრის ადელ აბლელჰამიდ აბდალაჰის თქმით, ხელისუფლება კანონის ჩარჩოში მოქმედებდა, როცა პოლიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებას იძიებდა. გასულ კვირაში ვაშინგტონმა ეგვიპტის ხელისუფალთ მოუწოდა, შეეწყვიტა ამ ჯგუფების თანამშრომლების შეწუხება. მათ შორის არიან აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი „სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“. აშშ-მა მინიშნება გააკეთა, რომ ის გადახედავს ეგვიპტის მთავრობისთვის თითქმის მილიარდნახევრიანი დახმარების გამოყოფას, თუ კაირო ასეთ რეიდებს გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG