Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის ოპოზიციამ სალეჰი დაადანაშაულა ხელისუფლების გადაცემის შეფერხებაში


იემენის ოპოზიციამ, პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც ხელისუფლებას მის მიერ ხელმოწერილი პირობით, ორ თვეში უნდა ჩამოშორდეს, დაადანაშაულა, რომ ხელოვნურად იწვევს ახალ კრიზისს და აფერხებს ხელისუფლების გადაცემას. ოპოზიციის განცხადების საფუძველი გახდა დღევანდელი შეტაკება სალეჰის მომხრე ჯარსა და ოპოზიციის ძალებს შორის, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. დღევანდელი შეტაკება მოჰყვა სალეჰის გადაწყვეტილებას, არ დაეტოვებინა ქვეყანა, რაც თავისი იმ ნათესავების გასამხნევებლად გააკეთა, რომლებსაც საკვანძო თანამდებობები უკავიათ უშიშროების სფეროში. სალეჰის ოპონენტები მოითხოვენ მისი ყველა ნათესავის თანამდებობიდან მოხსნას. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები მოითხოვდნენ სალეჰის გასამართლებას, ასეულობით დემონსტრანტის მკვლეობისთვის, თუმცა, გარიგება ხელისუფლების გადაცემის შესახებ, მას იმუნიტეტს ანიჭებს გასამართლების მიმართ.
XS
SM
MD
LG