Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა 200 კილომეტრის სიშორის რაკეტები გამოცადა


ირანის სამხედრო ფლოტის მეთაურის მოადგილის თანახმად, სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მანევრების დროს, ირანმა წარმატებით გამოცადა 200 კილომეტრის რადიუსში მოქმედი რაკეტები. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ფლოტის მეთაურის მოადგილემ, მაჰმუდ მუსავიმ განაცხადა, რომ გამოცადეს ეგრეთწოდებული “ნაპირი-ზღვის“ ტიპის, „ყადერის“ სახელწოდების რაკეტები და ასევე, „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის, “ ნურის“ რაკეტები. დღეს, გეგმით, ათდღიანი მანევრები უნდა დასრულდეს. დღეისთვისვე გამოცდიან მცირე სიშორის რაკეტებს.
XS
SM
MD
LG