Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექსონ მობაილი“ ვენესუელაში მისი აქტივების ნაციონალიზაციის შედეგად მილიარდამდე დოლარს მიიღებს


საერთაშორისო საარბიტრაჟო უწყების თანახმად, „ექსონ მობაილ კორპორეიშენი“ დაახლოებით 900 მილიონ დოლარს მიიღებს ვენესუელის სოციალისტური მთავრობისგან, რომელმაც ნაციონალიზაცია გაუკეთა მისი აქტივებს. „ექსონ მობაილის“ განცხადებით, ვაჭრობის საერთაშორისო პალატის გადაწყვეტილებით, ვენესუელის სახელმწიფო ფირმა „პეტროლეოს დე ვენესუელა ეს-ას“ ვალდებულება აქვს კორპორაციის მიმართ, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. კომპანიის ცნობით, ის 908 მილიონ დოლარს მიიღებს. გადაწყვეტილება იურიდიული ძალის მქონეა. ვენესუელის მთავრობას კომენტარი ამ ცნობის გარშემო არ გაუვრცელებია. „ექსონ მობაილი“ საჯაროდ არ აცხადებდა, კომპენსაციის სახით რა თანხის მიღებას ცდილობდა 2007 წელს ნაციონალიზებული ვენესუელის ორინოკოს სარტყელში განხორციელებული სანავთობო პროექტის ნაციონალიზების შედეგად . „როიტერსი“ იუწყებოდა, რომ „ექსონი“ ათ მილიარდს ესწრაფვოდა. ვენესუელამ ფირმას ადრე მილიარდი დოლარი შესთავაზა.
XS
SM
MD
LG