Accessibility links

logo-print

მეჩეთის დანგრევამ ჩინეთში შეტაკებები გამოიწვია


ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ნინსიაში მასობრივი არეულობა მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მეჩეთის დანგრევას. შეტაკებები მოხდა ადგილობრივ მცხოვრებთ, ჰუეის მაჰმადიანი ეთნოსის წარმომადგენლებსა და პოლიციელებს შორის. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ჰონკონგში მოქმედი ცენტრის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ, არ დაეშვათ მეჩეთის დანგრევა. დაკავებულია ასამდე პირი. მთავრობა თვლის, რომ მეჩეთი „უკანონო რელიგიური ობიექტია“. ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ შეტაკებისას დაიღუპა ხალხი.
XS
SM
MD
LG