Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავები: ერაყში 2011 წელს ძალადობას მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა


ერაყში ძალადობის შედეგად დახოცილი მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა 2011 წელს მცირედ გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ამტკიცენებენ უფლებადამცავები, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ცნობა სხვა მონაცემს აქვეყნებს. ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერაყის საკითხებს იკვლევს, აცხადებს, რომ 2010-ში აფეთქებებს ერაყში 4000-ზე ნაკლები მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 2011 წელს კი ეს რიცხვი 4059-მდე გაიზარდა. აშშ-ის არმიის ერაყში შესვლის შემდეგ, 2003 წლიდან, ამავე წყაროს თანახმად, 160 ათასამდე ადამიანი დაიხოცა. მათი 80 პროცენტი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. გუშინ გაავრცელა ერაყის მთავრობამ ინფორმაცია, რომ 2011 წელს ძალადობის დონე შემცირდა. ამ ცნობით, ძალადობამ ერაყში 2011 წელს 1600 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG