Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა: სირიის ჯარები გავიდნენ არეალებიდან, სადაც დემონსტრაციები ეწყობა


სირიის ჯარებმა დატოვეს ქალაქების საცხოვრებელ არეალები, სადაც პროეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები ეწყობა, ამის შესახებ კაიროში განაცხადა პრესკონფერენციაზე, არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა, ნაბილ ალ-არაბიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ სირიის ქალაქებში სროლა გრძელდება, მანვე დაადასტურა, რომ შენობების სახურავებზე განთავსებული არიან მთავრობის სნაიპერები, რომლებიც დემონსტრანტებს ესვრიან. ალ-არაბიმ დაუყოვნებლივ ცეხლის შეწყვეტა მოითხოვა. სირიაში განაგრძობენ მუშაობას არაბული ლიგის წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას უწევენ მეთვალყურეობას. მიუხედავად მათი იქ ყოფნისა, სირიის ქალაქებში გრველდებოდა სროლა, ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები დახოცილების შესახებ. გუშინ, არაბთა პარლამენტმა, არაბული ლიგის სათათბირო ორგანომ, მოწოდება გამოთქვა, რომ მეთვალყურეებმა დატოვონ სირია, რადგან მისიამ მიზანს ვერ მიაღწია. მარტის შემდგომ ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, გაეროს თანახმად, ხუთი ათასამდე ადამიანი დაიხოცა სირიაში.
XS
SM
MD
LG