Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სახელმწიფო ვალუტის კურსი მკვეთრად ეცემა


ირანის სახელმწიფო ვალუტა რიალმა, აშშ-ის ახალი სანქციების ამოქმედების შემდეგ მკვეთრად დაკარგა კურსი აშშ-ის დოლართან შედარებით. აშშ-ის პრეზიედენტმა, ბარაკ ობამამ, შაბათს აამოქმედა ახალი საფინანსო სანქციები. ირანი, დასავლეთის ვარაუდით, ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, რისი მიზეზიც არის ეს სანქციები. ზოგიერთი წყაროს თანახმად, რიალის კურსი მხოლოდ დღეს, 12 პროცენტით დაეცა. ირანმა მუქარა გამოთქვა, რომ გადაკეტავს ჰორმუზის სრუტეს სპარსეთის ყურეში, (რომლის გავლით რეგიონის ნავთობის 20 პროცენტი მიეწოდება მსოვლიო ბაზარს), თუ მას დამატებით სანქციებს დაუწესებენ.
XS
SM
MD
LG