Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი პალესტინის თვითმმართელობას ისრაელთან მოლაპარაკების ბოიკოტისკენ მოუწოდებს


ჰამასმა პალესტინელთა თვითმმართველობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადოს სამშვიდობო მოლაპარაკებას ისრაელთან, ისრაელი და პალესტინელი წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. შეხვედრა სამშაბათისთვისაა დაგეგმილი, იორდანიის დედაქალაქ ამანში. ეს ასეთი პირველი შეხვედრაა ერთი წლის მანძილზე, რომელიც „ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის“ შეხვედრის ჩარჩოებში იმართება.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება 2010 წლის სექტემბერში შეწყდა, როცა პალესტინელთა თვითმმართველობამ გამოაცხადა, რომ არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს სახლების მშენელობას პალესტინელთა ტერიტორიებზე. ისრაელს მოლაპარაკების დაწყება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სურს.
XS
SM
MD
LG