Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მშვიდობის დამცველმა დნესტრისპირეთში მოქალაქე მოკლა


მოლდავეთისა და თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის საზღვარზე ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა რუსი მშვიდობის დამცველის მიერ მათი თანასოფლელის მოკვლის გამო. საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე კიშინიოვში, რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობის წინ. 1 იანვარს დნესტრისპირეთის რეგიონს უსაფრთხოების ზონაში რუსმა მშვიდობის დამცველმა ჯარისკაცმა სასიკვდილოდ დაჭრა მოლდავეთის მოქალქე 19 წლის ვადიმ პისარი, რომელიც არ დაემორჩილა ჯარისკაცის ბრძანებას გაეჩერებინა ავტომობილი. მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განკარგულება გასცა, რათა არ დაუშვან ვითარების გამწვავება.
XS
SM
MD
LG