Accessibility links

logo-print

მერკელ-სარკოზის პირველი შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება


ახალ წელს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთმანეთს პირველად 9 იანვარს შეხვდებიან. ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელი 30 იანვარს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელებენ. სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ბოლო შეხვედრებზე შემუშავდა გეგმა ევროკავშირისა და ევროს კრიზისის დაძლევის ძირითადი პრინციპების შესახებ. მოელიან, რომ ევროკაშირის მომდევნო სამიტზე გეგმა მთლიანობაში დამტკიცდება. დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა შეერთებოდა გეგმას, რადგან ვერ მიიღო საკუთარი ფინანსური სექტორისათვის მოთხოვნილი გარანტიები.
XS
SM
MD
LG