Accessibility links

სირიაში გრძელდება ოპოზიციის აქტივისტები ხოცვა


სირიაში კვლავ უსწორდებიან და ხოცავენ მასობრივი ანტისამათავრობო გამოსვლების მონაწილეებს, განაცხადა არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ალ არაბიმ. თუმცა, სირიაში მყოფმა ლიგის დამკვირვებლებმა, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას სწავლობენ, - არაბის თქმით, - მოახერხეს დამასკოსაგან მნიშვნელოვანი დათმობების მიღწევა, მათ შორის ქალაქებიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკის გაყვანა. სირიის ოპოზიცია კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს ნორმალური მუშაობის საშუალება, რათა მომხდარი ობიექტურად შეეფასებინათ. დამკვირვებელთა ყველა ნაბიჯი თვალყურის ქვეშაა, - დარწმუნებული არიან ოპოზიციის აქტივისტები. გაეროს მონაცემებით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დროს სირიაში 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG