Accessibility links

ისრაელ-პალესტინის წარმომადგენელთა შეხვედრა იორდანიაში გაიმართება


ისრაელისა და პალესტინის მომლაპარაკებელები ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისათვის პირისპირ შეხვედრას დღეს გეგმავენ იორდანიაში. ამანში ისრაელიდან იცხაკ მოლშო და მისი პალესტინელი კოლეგა საიბ ერეკატი მოლაპარაკებებს საერთაშორისო კვარტეტის - ევროკავშირის, რუსეთის, გაერთიანებული ერებისა და აშშ-ის წარმომადგნელებთან ერთად გამართავენ. მოელიან, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს კვარტეტის წარგზავნილი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. თუმცა, აღნიშნული შეხვედრა არ ნიშნავს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და შესაბამისად ოფიციალური პირებმა გადაწყვიტეს არ წარმოშვან დიდი მოლოდინები შესაძლო შედეგების თაობაზე. აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა. პალესტინა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისრაელი შეაჩერებს დასახლების მშენებლობას აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
XS
SM
MD
LG