Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი დახოცილი ქურთების ოჯახებს ფულად კომპენსაციას გადაუხდის


თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას გადაუხდის იმ 35 სამოქალაქო პირის ოჯახებს, რომლებიც თურქეთის ავიაციამ შეცდომით დახოცა მაშინ, როდესაც სამხედრო გეგმის თანახმად ოპერაციას წარმოებდა ქურთ მეამბოხეთა წინააღმდეგ. ბიულენთ არინკმა, პრემიერ-მინისტრი მოადგილემ აღნიშნა, რომ მსხვერპლთა ოჯახები კომპენსაციას რამდენიმე დღეში მიიღებენ, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუზუსტებია. გასულ კვირაში, ეფ-16-ი ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთ კონტრაბანდისტთა ჯგუფზე განახორციელა თავდასხმა, რომლის დროსაც 35 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამ ტრაგიკულ ფაქტს დემონსტრაციების მძლავრი ტალღა მოჰყვა რეგიონის ქურთულ ქალაქებში.
XS
SM
MD
LG