Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის სასამართლო ძებნილი რუსი პროკურორის საქმეს განიხილავს


პოლონეთის სამართლო დღეს განიხილავს ყოფილი რუსი პროკურორის ალექსანდრე იგნატენკოს თავისუფლების აღკვეთის საკითხს. იგნატენკო, რომელზეც რუსეთის თხოვნით საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, პოლონეთის ქალაქ ზაკოპანეში ორშაბათს დააკავეს. მოსკოვის ოლქის ყოფილი პროკურორის პირველ მოადგილეს 50 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის აღების სანაცვლოდ, მოსკოვის ოლქში არალეგალური სათამაშო ბიზნესის მფარველობაში ედება ბრალი. ყოფილი პროკურორის ადვოკატი იაკობ აჯიაშვილი კი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს პროცესუალური დარღვევები. კერძოდ, რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პროცესში არ იყო დადგენილი დატოვა თუ არა იგნატენკომ რუსეთი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგნატენკო გამოძიებას პოლონეთში ემალებოდა, - აცხადებს ადვოკატი აჯიაშვილი.
XS
SM
MD
LG